საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon
    თარიღი 2020-11-28
    თარიღი 20:00 სთ
    მისამართი ონლაინ კინოჩვენება

    CinéDOC-Tbilisi ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობით მართავს ერთთვიან პროექტს სახელწოდებით დოკუმენტური შაბათები. პროექტი დოკუმენტური ფილმების ონლაინ ჩვენებასა და შემდგომ დისკუსიას მოიცავს, რასაც სამართლის, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრებიან.

    COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო სტუდენტების დიდ ნაწილს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სახლებში დაბრუნება მოუწია. აქედან გამომდინარე, პროექტი სრულიად ონლაინ მიმდინარეობს, რაც რეგიონული მასშტაბით კინოჩვენებებს თავისუფალს ხდის და შესაძლებლობას აძლევს თბილისის გარეთ მცხოვრებ სტუდენტებს ნახონ დოკუმენტური ფილმები და მონაწილეობა მიიღონ სიღრმისეულ დისკუსიებში.

    პროექტი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების სიმწირით გამოწვეული რეალობის საპასუხოდ შეიქმნა და ითვალისწინებს სტუნდენტებისთვის შემოქმედებითი დოკუმენტური კინოს მეშვეობით ცოდნის გაღრმავებასა და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას.

    შაბათს, 28 ნოემბერს, 20:00 საათზე გაიმართება ქართული დოკუმენტური ფილმის „გოგიტას ახალი ცხოვრების“ ონლაინ კინოჩვენება. ფილმი გაიხსნება ზუსტად საღამოს 20:00 საათზე შემდეგ ბმულზე.

    ფილმის დასრულების შემდეგ, 21:30 საათზე, სტუდენტები ამავე გვერდზე განთავსებული ლინკის მეშვეობით გადავლენ ონლაინ სივრცეში, სადაც ფილმის რეჟისორთან, ლევან კოღუაშვილთან შეძლებენ საუბარსა და დისკუსიას!

    ფილმის სინოფსისი და ტრეილერი.

    გოგიტას ახალი ცხოვრება | ლევან კოღუაშვილი | საქართველო, ხორვატია | 2016 | 72 წთ.

    ციხეში გატარებული 14 წლის შემდეგ გოგიტას ცხოვრებაში დრო დადგა, რომ ჩვეულებრივ ყოფას დაუბრუნდეს. მისი სურვილები მოკრძალებულია - საკუთარი სახლი და კარგი მეუღლე. მაგრამ ვის აინტერესებს ღარიბი ფერმერი და ყოფილი მსჯავრდებული, ვინც ისევ დედასთან ერთად ცხოვრობს? 

    მსგავსი ღონისძიებები